
ბლოგი
ივლისი 6, 2022
წონის კლების რევოლუცია თუ დროებითი ტრენდი? – ოზემპიკის გავლენა თანამედროვე მედიცინასა და ცხოვრების წესზე
დეკემბერი 25, 2025ყოველ ზაფხულს, როდესაც ქალაქში ტემპერატურა პიკს აღწევს, თითქმის ყველა ადამიანი ერთი და იმავე არჩევანის წინაშე დგება: ტრადიციული საზღვაო კურორტები, გადატვირთული სანაპიროები და ხმაურიანი ქუჩები, თუ სრულიად განსხვავებული ალტერნატივა, სადაც დასვენება რეალურ სიმშვიდესთან ასოცირდება. თუ ამჯერად მზად ხართ, გვერდით გადადოთ ნაცნობი მარშრუტები და ზაფხულის დღეები სრულფასოვან განტვირთვას დაუთმოთ, კახეთი, კერძოდ კი ყვარელი, ზუსტად ის მიმართულებაა, რომელიც თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.
მაღალი კლასის სასტუმრო ყვარელში ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს – აქ დასვენება ზუსტად იმას ნიშნავს, რაც ამ სიტყვის მიღმა იგულისხმება. ყვარლის ტბის გრილი მიკროკლიმატი, მთის სუფთა ჰაერი, გამორჩეული კახური სამზარეულო და ავთენტური ღვინის მარნები იმ გარემოს გახვედრებთ, რომლის პოვნაც ხმაურიან საზღვაო კურორტებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც ყვარელში იდეალური ზაფხულის შვებულების დასაგეგმად დაგჭირდებათ – დაწყებული საუკეთესო საცხოვრებელი ლოკაციებიდან, დასრულებული იმ ადგილებით, რომლებიც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.
სად დავრჩეთ? – საუკეთესო სასტუმრო ყვარელში სრული განტვირთვისთვის
ყვარელში სასტუმროს შერჩევა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ემოციების წამოღება გსურთ ზაფხულის შვებულებიდან. თუ თქვენი მთავარი პრიორიტეტი ტბასთან მაქსიმალური სიახლოვე და უნაკლო სერვისია, პასუხი მხოლოდ ერთია -„ყვარლის ტბის რეზორტი’’.
ეს კონკრეტული სასტუმრო ყვარელში ორ განსხვავებულ კორპუსად იყოფა – ქართული და ევროპული სტილის ნაგებობები მრავალფეროვანი ტიპის ნომრებით გამოირჩევა. ამასთან, ხედების არჩევანიც ინდივიდუალურია და სამი განსხვავებული პერსპექტივით იშლება: ტბის მშვიდი ზედაპირი, ალაზნის ველის უსასრულო პანორამა ან საუკუნოვანი ტყის მწვანე მასივი.
კომპლექსის სპა და გამაჯანსაღებელი სივრცე – ღია და დახურული პანორამული აუზებით, საუნითა და სხვადასხვა სახის მასაჟით, ზაფხულის დღეებისთვის ზუსტად ისეა მოწყობილი, რომ მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობისგან რამდენიმე საათში სრულად გაგათავისუფლოთ. მათთვის კი, ვისაც მხოლოდ აუზთან განტვირთვა არ ჰყოფნის და შვებულებაში მეტი დინამიკა სურს, რეზორტი აქტივობების დიდ არჩევანს სთავაზობს: კატერით გასეირნება, წყლის თხილამურები და წყლისა თუ ხმელეთის ველოსიპედები და ა.შ.
რა ვნახოთ? – მხარე, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ
ყვარლის ტბის რეზორტიდან 22 კილომეტრში გრემის მონასტერია – XVI საუკუნის ციხე-ქალაქი, რომელიც კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრი იყო. აქ ჩასვლა სრულიად განსხვავებული, ცოცხალი განცდაა: ძველი კედლები, დიდებული კოშკი და მთავარანგელოზთა ტაძარი პირვანდელი სახით ინარჩუნებს იმ ეპოქის დიდებულებას. სულ სხვა ემოციას აღძრავს ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. კულტურული მარშრუტის გაგრძელება კი უშუალოდ ქალაქში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეგიძლიათ.
რა თქმა უნდა, კახური საზაფხულო შვებულება ღვინის კულტურის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. აქ დეგუსტაცია, უშალოდ ქვევრებთან, გრილ მარნებში, საიდანაც ფანჯრის მიღმა გადაჭიმული ვენახები ჩანს, ნამდვილი რიტუალია. რაც მთავარია, ყვარლის ტბის რეზორტი ამ ტურებს, სტუმრების სურვილის შემთხვევაში, თავადვე აორგანიზებს.
მოგონებები, რომლებიც ყვარლიდან მიგვაქვს
ყვარელი ის ადგილია, საიდანაც წამოსვლა ყოველთვის უჭირთ და ეს ალბათ საუკეთესო შეფასებაა, რაც კი შეიძლება ნებისმიერ ადგილზე ითქვას. ეს კონკრეტული სასტუმრო ყვარელში არასდროს ცდილობს, იყოს ხელოვნურად შთამბეჭდავი, ის უბრალოდ ასეთია: კომფორტული, სტუმარზე ორიენტირებული და მინიმალისტური. აქედან წაღებული მთავარი მოგონება კი ის იშვიათი შეგრძნებაა, როცა რეალობა მოლოდინს აჭარბებს და ზუსტად ხვდები, რომ შენ მიერ შერჩეულმა ადგილმა ნამდვილად გაამართლა.
ხშირად დასმული კითხვები – FAQ
- არის თუ არა ყვარლის ტბა საუკეთესო სასტუმრო აუზით კახეთში?
დიახ, თუ კახეთში დასასვენებლად გსურთ, შეარჩიოთ მაღალი კლასის სასტუმრო აუზით, ყვარლის ტბის რეზორტი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. აქ დაგხვდებათ დიდი, ღია პანორამული აუზი, რომელიც პირდაპირ ტბას გადაჰყურებს და მეორე – დახურული, რომელიც სპა სივრცეშია მოწყობილი.
- რა მანძილია თბილისიდან ყვარლის ტბის რეზორტამდე?
თბილისიდან რეზორტამდე სულ რაღაც 158 კილომეტრია. სამანქანო გზა სრულად მოასფალტებული, მოწესრიგებული და უსაფრთხოა ნებისმიერი ტიპის ავტომობილისთვის.
- არის თუ არა ადგილზე უფასო პარკინგი და ინტერნეტი?
სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია მაღალი სიჩქარის უფასო Wi-Fi, ხოლო ავტომობილით მოსულ სტუმრებს ადგილზე დაცული, უფასო საპარკინგე სივრცე დახვდებათ.
- როგორ დავჯავშნოთ ნომერი საზაფხულო სეზონისთვის?
ჯავშნის გაფორმება და თავისუფალი თარიღების გადამოწმება ყველაზე მარტივად შესაძლებელია ოფიციალურ ონლაინპლატფორმაზე: www.kvarelilakeresort.ge



